ბიოგრაფია ვახანია ვლადიმერ ბესარიონის .jpg)
ძეიურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი დაიბადა1954 წლის 20 ივლისს ქ. ზუგდიდში საქ. სსრ 1971 წელს – დაამთავრა ქ. ზუგდიდის მე–4 საშუალო სკოლა და შვიდწლიანი მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს კლასით 1971–1972 წლებში – მუშაობდა მუშად 1972–1973 წლებში – სწავლობდა პროფტექსასწავლებელში საამშენებლო სპეციალობით, რომელიც დაამთავრა: მებეტონე–მეაპალუბკის სპეციალობით 1973–78 სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე რომელიც დაამთავრა იურისტის სპეციალობით. სწავლის პერიოდში იყო სპორტსენი: თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, ჭადრაკი. იყო ფაკულტეტის პროფორგი 1978–1984 წლებში – მუშაობდა რუსეთის მომხმარებელთა საზოგადოების სისტემაში უფროს იურისტ კონსულტად და იურიდიული განყოფილების უფროსად 1984–1991 წლებში – ორჯერ იყო არჩეული მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სახალხო დეპუტატების საბჭოს დეპუტატად 1991–1993 წლებში – რესპუბლიკათაშორის(სახელმწიფოთაშორისი) ეკონომიკური გაერთიანების სამდივნოს თავმჯდომარე. ერთ ერთმა პირველმა შესთავაზა კავშირის შენარჩუნების მექანიზმი ეკონნომიკურ საფუძველზე. შეიმუშავა დსკ–ს ეკონომიური თანამშრომლობის მასალები, რომელიც გადასცა რუსეთის მთავრობას. პირველმა შეიმუშავა დსკ–ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების სავაჭრო–ეკონომიკური ცენტრის კონცეფცია და პროექტი. ჩაატარა ორი საერთაშორისო კონფერენცია დსკ–ს ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. 1993–1994 წლებში – მოსკოვის დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ვიცე–პრეზიდენტი და დირექტორის მოადგილეა 1994–1996 წლებში – სანკტ პეტერბურგის ადვოკატების კოლეგიის გაერთიანების წევრია 1996–1998 წლებში – კორპორაცია „სოიუზ–ვოზროჟდენიეს“ პრეზიდენტია 2001–2002 წლებში – საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობა „რუსეთის კეთილდღეობა და ღირსების“ თანათავმჯდომარეა 2002 წლიდან – ხელმძღვანელობს მოსკოვის ოლქის სამხედრო მოსამსახურეთა და სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირის ხელმძღვანელია 2003 წელს – უსახლკარო სამხედრო მოსმსახურეების დასაცავად ორგანიზაცია გაუკეთა უსახლკარო ოფიცრების მარშს „სმოლენსკი – მოსკოვი“. ჩაატარა მთლიანად რუსეთის კონფერენცია „უსახლკარო სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პრობლემასთან დაკავშირებით“, წარუდგინა რუსეთის მთავრობას, სამინისტროებს და უწყებებს სამეცნიერო–პრაქტიკული რეკომენდაციები. 2004 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი 2004 წელს(20 სექტემბრიდან 04 ოქტომბრამდე) – დიდ სამამულო ომში 60 წლისთავის ზეიმთან დაკავშირებით ვლადიმერ ვახანიამ ორგანიზაცია გაუკეთა უპრეცენდენტო საერთაშორისო მშვიდობიან აქციას, დსკ–ს საზოგადოებრივ–პატრიოტული ორგანიზაციების, დიდი სამამულო ომის ვეტერანების მონაწილეობით – მშვიდობის მარში– ხსოვნის მარში „არა ცხელ წერტილებს კავკასიაში!“ მარშრუტით: სმოლენსკი–მოსკოვი–ტულა–კურსკი–კუშევსკაია–კრასნოდარი–ნოვოროსიისკი–ელისტა– უსპენსკოე–უსტლაბინსკი–სოჭი–ნაზრანი–მაგასი–მახაჩკალა–გროზნო–ურუსმარტანი–ბესლანი–ვლადიკავკასი–ზუგდიდი–ჯვარი–გორი–თბილისი–ყაზბეგი–მოსკოვი–სმოლენსკი. მარშის მონაწილეებმა შეასრულეს აღებული ვალდებულება მიწის გადასატანად საბჭოთა კავშირის გმირების ქანთარიას და ეგოროვის საფლავებიდან. რომლებმაც აღმართეს გამარჯვების დროშა რეიხტაგზე. ვლადიმერ ვახანია ასევე გამოვიდა ინიციატივით კავკასიის საკითხების მშვიდობიანი დარეგულირებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ჩასატარებლად ვლადიმერ ვახანია არის ერთ–ერთი ინიციატორი ღვთისმშობლის გრანდიოზული მონუმენტის დაბრძანებისა, რომლის ანალოგი არ არის რუსეთში, ლენინო სნეგირის მეორე მსოფლიო ომის მემორიალურ კომპლექსში, მოსკოვის ოლქის ისტრის მუნიციპალიტეტში. ვლადიმერ ვახანია არის §/–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი წიგნებისა და მონოგრაფიების ავტორი ქართულ და რუსულ ენებზე ისტორიულ, იურიდიულ და ეკონომიურ საკითხებში ვლადიმერ ვახანია დაჯილდოებულია: მედლით მოსკოვის 800 წელიწადის იუბილე, პროფკავშირების 100 წელი, ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი მიღწევებისათვის მეცნიერებასა და განათლებაში ჰყავს მეუღლე და სამი შვილი(1992, 1994 და 2003 წლებში დაბადებულები) 2009 წლის 15 მარტიდან არის პოლიტიკური პატიმარი საქართველოში
|